ჭვინთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ტოლერანტობის არსი საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით გაიაზრეს
01-12-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს, პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობოთ, შესაბამისი ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

მათი ყურადღების მიღმა არც ტოლერანტობის საერთაშიროსი დღე აღმოჩენილა. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ - შექმნეს კომიქსები და პოსტერები, აღნიშნეს, რომ ადამიანები ერთმანეთს პატივისცემით, სიყვარულით უნდა მოექცნენ და ტოლერანტები იყვნენ.

აქტივობის ხელმძღვანელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მანანა ჩინჩალძემ აღნიშნა, რომ მოსწავლეებმა ტოლერანტობის არსი არჩილ სულაკაურის მოთხრობის - „ბიჭი და ძაღლი“ მიხედვით გაიაზრეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანებს ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და სხვისი ღისება არ შევლახოთ.

„მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203