„ბუნებრივი მოვლენები და სეზონები“-სამტრედიის N4 სკოლის მე-2 კლასში ბუნებისმეტყველებაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
01-12-2022
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასში ბუნებისმეტყველებაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საჩვენებელი გაკვეთილი გაიმართა. 

მისი თემა „ბუნებრივი მოვლენები და სეზონები“ იყო. სხვადასხვა აქტივობებით და თვალსაჩინო მასალის გამოყენებით, მოსწავლეებმა ამოიცნეს და დაახასიათეს ბუნებრივი მოვლენები, განსაზღვეს მათი ცვლილების მიზეზები და დააკავშირეს ისინი სეზონებთან.

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

გაკვეთილის ბოლოს კი ლამაზი ლექსებით, ერთობლივად შექმნილი კედლის გაზეთითა და ჩანახატებით, გააცილეს წელიწადის ულამაზესი დრო შემოდგომა.

კლასის დამრიგებელი მარინე აბულაძეა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203