ჩანახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს. ზეიმში - „ოქროსფერი შემოდგომა“, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს - ლექსები როგორც მშობლიურ, ისე სახელმწიფო ენაზე წაიკითხეს, იმღერეს. გარდა ამისა, მათ რთველზე, ფელამუშის, თათარას, ჩურჩხელასა და ღვინის მომზადების შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიების მომზადების პროცესში პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ. შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
იხილეთ ფოტოები: