ნორიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
01-12-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება - „შემოდგომის ბოლო დღე“ გაიმართა. 

ნორიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფერადი და ოქროსფერი შემოდგომა ზეიმით გააცილეს.  

ლამაზი ღონისძიება მე-3 კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა - ნანა ნიკოლაშვილმა სასკოლო აუდიტორიას 30 ნოემბერს წარუდგინეს.

დამრიგებელი მადლობას უხდის მშობლებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის.

„მე მივდივარ - ამოიოხრა შემოდგომამ, დროა...- ჩასჩურჩულა ყურში ზამთარმა“ 2022 წლის უკანასკნელი შემოდგომის სასწავლო დღე გავაცილეთ ცეკვა-თამაშით... ჩურჩხელები ამოვავლეთ და ხვალ, როცა ზამთრის პირველი სასწავლო დღე გათენდება დავაგემოვნებთ, ზამთარს ვუმღერებთ და კლასს ზამთრისთვის მოვრთავთ და მოვკაზმავთ! მადლობა, მშობლებს ლამაზი დღეებისათვის!“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203