„ოქროს შემოდგომა“- განძის N2 სკოლის მეორეკლასელებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
01-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“, მოეწყო.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში, პედაგოგ სუსანნა პოღოსიანის ხელმძღვანელობით, მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
საყურადღებოა, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
„მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ შემოდგომა წელიწადის ლამაზფერება პერიოდია. შემოდგომის ყოველი მომენტი დასაფასებელია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს