თელეთის საჯარო სკოლის ლიტერატურულ კლუბში ნაადრევ და იძულებით ქორწინებაზე ისაუბრეს
01-12-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება. სკოლაში განსაკურებული ყურადღება კლუბურ მუშაობას ეთმობა.
ამჯერად, ლიტერატურულ კლუბში მორიგი საინტერესო შეხვედრა შედგა. დისკუსია „ღია წრეზე“ აქტუალურ და საჭირო თემაზე - ნაადრევი და იძულებითი ქორწინება, გაიმართა. მოსწავლეებმა მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ისაუბრეს და გადაჭრის გზების მოძებნას შეეცადნენ. მათ ლიტერატურული ტექსტი - „ლეილა - იძულებით გათხოვილი“ მიმოიხილეს და დისკუსია მის მიხედვით გამართეს.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს