„გულითადად ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას“- ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორ ნათელა ბახტაძეს etaloni.ge-მ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის დიპლომი გადასცა
01-12-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, პედაგოგები და მოსწავლეები საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სიახლეებს ფეხს წარმატებით უწყობენ. ამაში ლომის წილი სკოლის დირექტორ ნათელა ბახტაძეს მიუძღვის, რომელიც სკოლის კეთილდღეობაზე სამაგალითოდ ზრუნავს. ამის დასტურია, მათ შორის, საპატიო დიპლომიც, რომელიც etaloni.ge-მ ნათელა ბახტაძეს მიანიჭა. 

წარმატებულ დირექტორს​ დიპლომი​ საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო აქტივობა სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის გადასცა.

„სკოლის თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი, ტექ-პერსონალი გულითადად ულოცავს მიღწეულ წარმატებას ქალბატონ ნათელას და მადლობას უხდიან „ეტალონს“ სკოლის ხელმძღვანელის გაწეული შრომის დაფასებისათვის, რომელსაც ამას ნამდვილად იმსახურებდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ცინარეთის საჯარო სკოლა, დირექტორის ხელმძღვანელობით, etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203