ახალი სამგორის სკოლაში, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, ტრენინგი ჩატარდა
01-12-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლაში, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, ტრენინგი ჩატარდა. 

ევროპის საბჭოს პროექტის - „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ - მხარდაჭერით კამპანია - „მე ვირჩევ თანასწორობას“ ტარდება. კამპანიის ფარგლებში თავის მხრივ ხორციელდება პროექტი „თანასწორობის ელჩები“.

თანასწორობის ელჩი ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწალეებს შეხვდა. დისკუსია დისკრიმინაციისა და თანასწორობის საკითხებზე შედგა. ტრენინგი მოსწავლეებისთვის საინტერესო  ფორმატით, არაფორმალური განათლების ელემენტებითა და სხვადასხვა აქტივობით ჩატარდა. ახალი სამგორის მოსწალეები ჯანსაღი და თანასწორი გარემოს შექმნაში აქტიურად მონაწილეობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203