„ხვავიანი და ბარაქიანი შემოდგომა“- გურიფულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
01-12-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა გააცილეს. 

ღონისძიებაში - „ხვავიანი და ბარაქიანი შემოდგომა“, პედაგოგ ეკა გერგაიას აღსაზრდელები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს, იმღერეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

საყურადღებოა, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

„მოსწავლეებმა და მშობლებმა ძალიან ლამაზი გარემო შექმნეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: 








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203