
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის - ჯუმბერ მამფორიას ხსოვნის პატივსაცემად ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრში წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი ჩიხლაძე მონაწილეობდა, მოსწავლემ წარმატებით იასპარეზა და 13 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მე-2 ადგილის მფლობელი გახდა.
გიორგის მომავალი წარმატებისა და მოტივაციისთვის მსგავს შეჯიბრებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლა ამაყობს გიორგის წარმატებით და ულოცავს მას დამსახურებულ გამარვებას.