This is us - სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი განხორციელდა
სამტრედიის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებელმა ნათია რუხაძემ მე-7
ბკლასში
პროექტი - This is us მოამზადა. აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ მასწავლებლის მითითებით პრეზენტაციები მოამზადეს და საკლასო ოთახში წარადგინეს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ერთმანთი დაახასიათეს, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
„მოსწავლეები იყვნენ გულწრფელები. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა მოსწავლეები რომ ურთიერთობა ერთმანეთის პატივისცემასა და სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: