ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში პროექტის „ერთად შევქმნათ ჩრდილების თეატრი“ პრეზენტაცია გაიმართა
01-12-2022

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში პროექტის - „ერთად შევქმნათ ჩრდილების თეატრი“ საინტერესო და სახალისო პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის იდეა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე დაიბადა,როდესაც მოსწავლეებმა სულხან-საბა ორბელიანის იგავი „სოფლის მაშენებელნი“ შეისწავლეს.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ჩრდილების თეატრის შექმნის ისტორიას, თავიანთი ფანტაზიით დაემზადებინათ თეატრის სცენა და მათ მიერ შექმნილი თოჯინების გამოყენებით გაემართათ თეატრალური წარმოდგენა. პროექტს ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის და მუსიკის პედაგოგები: ირინე კუჭავა და ნანა ჩირგაძე.

მოსწავლეები დიდი მონდომებით  ჩაერთვნენ პროექტის მიმდინარეობაში. პირველ ეტაპზე მათ გამოუშვეს კედლის გაზეთი „ჩრდილების თეატრის შესახებ“, მომდევნო აქტივობები კი უშუალოდ სცენისა და პერსონაჟების დამზადებაზე იყო მიმართული.

მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომი სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს. საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა  ლიზი ქაროსანიძემ ჩრდილების თეატრის წარმოშობის შესახებ. ლეგენდები, ამბები თეატრზე ანასტასია ფუტკარაძემ გააცნო მსმენელებს და ბოლოს ალეკო ბიბინიძემ  უამბო დამსწრე საზოგადოებას, როგორ დაამზადეს და გააცოცხლეს იგავის პერსონაჟები.

ყველაზე მთავარი კი მათ მიერ თოჯინებით  წარმოდგენილი სპექტაკლი იყო. ბავშვებმა  მათთვის  საყვარელი პერსონაჟების როლი მოირგეს და  თეატრის სცენაზე თოჯინების ჩრდილებით  წარმოდგენა გამართეს.  პროექტი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, როგორც შემსრულებლებისათვის, ასევე მაყურებლებისთვისაც.

 იხილეთ ფოტოები                                                                                                       

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203