წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლე დიმა კვარაცხელიას პოეზიის საღამო გაიმართა
01-12-2022

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლას ნიჭიერი, შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომელთაც პროფესიონალი პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ერთ-ერთი ასეთი მე-12 კლასის მოსწავლე დიმა კვარაცხელიაა. სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მანანა ევსიას ხელმძღვანელობით, პოეზიის საღამო გაიმართა, სადაც დიმა კვარაცხელიას ლესები წაიკითხეს. 

თავდაპირველად, პედაგოგმა დამსწრე საზოგადოების წინაშე პოეზიის მნიშვნელობაზე, შემოქმედებითი აზროვნების უნარზე, ფასეულობების აღქმა-გააზრებაზე, ემოციებსა და იმ შთაბეჭდილებზე გაამახვილა ყურადღება, რაც დიმა კვარაცხელიას ლექსებიში მკაფიოდაა წარმოჩენილი. 

„ლამაზი, თბილი პოეზიის საღამო მოეწყო, რომელიც გამორჩეული იყო, რადგან საკუთარი ლექსებით სკოლის საზოგადოების წინაშე წარდგა მე-12 კლასის მოსწავლე დიმა კვარაცხელია. თანაკლასელებმა სასიამოვნო მუსიკის ფონზე წაიკითხეს ლექსები. ქალბატონმა მანანამ წარმატებები, შემოქმედებითი წინსვლა უსურვა თავის მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

გთავაზობთ მოსწავლის ერთ-ერთ ლექსს:

„ჩემი ლექსები მოვწამლე სევდით,
პოეზიამ კი მომწამლა თვითონ.
სისხლში გამიჩნდა ძლიერი გრძნობა,
დიდი ხანია თავს ვეღარა ვცნობ.
ყოველ საღამოს მთვარის ნათება,
გულს ამიჩქარებს თითქოსდა მიხმობს.
გონება ლამის თავის თავს ტანჯავს
შუაღამისას რაზე არ ფიქრობს ?
ფიქრობს სასმელზე, მაგრამ ის არ სვამს.
ფიქრობს საჭმელზე , მაგრამ ის არ ჭამს.
ფიქრობს სატრფოზე, რომელიც არ ჩანს,
ფიქრში რაინდობს დაათრევს ჩაჩქანს.
ესაუბრება უცხო მოყმეებს, და ავთანდილობს ,
მათ არ შორდება.
ცხოვრების აზრი მე ვერ გავიგე,
ერთ ღამეშია მთელი ცხოვრება?“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203