​ლაჯანის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის კვირეული გაიმართა
01-12-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის კვირეულთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა.

ლაჯანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი აქტიურად მონაწილეობს ჯანსაღი და  მშვიდობიანი გარემოს შექმნაში.  სკოლის კლუბს არც ტოლერანტობის კვირეული გამოჩენია. GREEN CLUB- მა,  მოსწავლეთა თვითმართველობასთან ერთად, ტოლერანტობის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა ჩაატარა. კვირეულის განმავლობაში მოიხატა სკოლის კედელი, დარიგდა ინფორმაციული ფლაერები.

ასევე, სკოლაში მოეწყო ფილმის ჩვენება და გაიმართა დისკუსია ტოლერანტობის მნიშვნელობის და ამ თემის ირგვლივ არსებული პრობლემების გამოწვევი მიზეზების შესახებ.  

ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდა ყველა საფეხურის მოსწავლე.  მოეწყო პატარების ნახატების გამოფენა. დამზადდა თემატური პოსტერები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203