გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
01-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოეწყო, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, ჩურჩხელები ამოავლეს, შემოდგომის ნობათი დააგემოვნეს.

მათ შემოდგომა გააცილეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

საყურადღებოა, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

„პატარებმა თქვეს, რომ ეს დღე მათთვის იქცა ლამაზ, ფერად მოსაგონარ დღედ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203