„საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია“ - დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ
01-12-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს - გიორგი კურტანიძესა და დავით თაბაგარს უმასპინძლეს. 

მათ შეხვედრა მე-8-მე-11 კლასის მოსწავლეებთან გამართეს, საინტერესო თემებზე ესაუბრნენ და კითხვებს ამომწურავად უპასუხეს. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
 
შეხვედრის დევიზი იყო - „საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია“. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, მან მოსწავლეთა დაინტერესება და აღფრთოვანება გამოიწვია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203