ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი თამარ სამსონიძე საერთაშორისო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა
01-12-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი თამარ სამსონიძე ძალიან აქტიური, შედეგსა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგია. 

ის სკოლაში სხვადასხვა აქტივობისა თუ ღონისძიების ინიციატორიც ხშირადაა. გარდა ამისა, პროექტებშიც აქტიურად ერთვება.

ამჯერად, თამარ სამსონიძე საერთაშორისო კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობდა. მან თემა - „კიბერბულინგის პრევენციის მნიშვნელობა“ წარადგინა. 

მასწავლებელს კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობის დამადასტურებელი ინგლისურენოვანი სერტიფიკატები გადაეცა.

შეხვედრა ზუმში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მასში მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩაერთნენ. ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ფარგლებში - Global Friends Club, დაიგეგმა და განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203