ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ყოველთვის გამორჩეული და შედეგზე ორიენტირებული აქტივობები ხორციელდება.
ამჯერად, საინტერესო აქტივობა IIგ კლასში გაიმართა. პატარა მოსწავლეებმა მცენარის თესლი კონტეინერებში მოათავსეს, ბუნებრივთან მიახლოებული პირობები შეუქმნეს, ცხრილი შეადგინეს და პირველი ჩანაწერიც - „28 ნოემბერი - დავთესე", გააკეთეს.
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს, კვლევა დაიწყეს და შედეგს მოუთმენლად ელიან.
„კვლევას ვიწყებთ"- თქვეს მეორეკლასელებმა. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები წარმატებები, ჩემო პატარა მკვლევრებო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს