წყალტუბოს N1 სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა მუნიციპალურ თამაშებში პირველი ადგილი დაიკავა
01-12-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სკოლაში შექმნილი გარემო და მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაა.
ამჯერად, გოგონათა გუნდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობდა. შეჯიბრი ფრენბურთში გაიმართა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, დირექცია კი გუნდის წევრებს - მარიამ კოვზირიძეს, ანასტასია ხაჭაპურიძეს, ჯინა ჩავჩიძეს, თამუნა ქაჯაიას, ნატალია ნუცუბიძეს, ნინი დოლაბერიძეს, ანი ხვისტანის და მარიამ ქაშიბაძეს მადლობას უხდის და რეგიონალურ ოლიმპიადაზე გამარჯვებას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს