„ოქროს შემოდგომა“- საზეიმო ღონისძიება ხავეთის საჯარო სკოლაში
01-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში 24 ნოემბერს, საზეიმო ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ ჩატარდა.

ღონისძიებაში, რომელსაც მეორე კლასის დამრიგებელი ალვარდ კარაპეტიანი ხელმძღვანელობდა, დაწყებითი კლასების  მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პატარებმა ხალისით გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები, ცეკვები და დამსწრე აუდიტორიის მოწონება დაიმსახურეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი ნორაირ აკოპიანი, რომელმაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისა და საინტერესო ღონისძიებისათვის.

ხავეთის საჯარო სკოლაში მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად ხშირად ტარდება. 

იხილეთ ღონისიძიების ამსახველი ფოტოები:                                                    

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203