ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის მუზეუმში იმყოფებოდნენ
01-12-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

ისინი დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოსწავლეები გაეცნენ ბიოგრაფიულ ცნობებს გამოჩენილი ქართველი ექიმის დიმიტრი ნაზარიშვილის შესახებ, რომელიც პროფესიულ საქმიანობასთან ერთად აქტიურად იბრძოდა საქართველოში სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი ცხოვრების პირობების შეცვლის მოთხოვნით.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, იქვე მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი დარგის-მოზაიკის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარდათ. მათ ფერადი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.

კლასის ხელმძღვანელი ც. ვარდოსანიძეა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203