„წელიწადის დროები“- ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები ლიტერატურულ სალონში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
01-12-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლას განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც საინტერესო აქტივობებში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, VI კლასის მოსწავლეებმა, ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხატვრული წრის წევრებთან ერთად, მინი-სპექტაკლი - „წელიწადის დროები“ წარადგინეს. აქტივობა სასახლის ლიტერატურულ სალონში გაიმართა, მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, სამსახიობო უნარები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნარგიზ ხიშტოვანმა მოამზადა. კლასის დამრიგებელი მაკა სოფრომაძეა. 

„მოსწავლეებმა რინგი დაუთმეს წელიწადის ოთხივე დროს და თავიანთი მოსაზრებები განამტკიცეს შინაარისიანი არგუმენტებით. ღონისძიება გაფორმებულ იქნა მუსიკალურად და ქორეოგრაფიული ეპიზოდებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203