იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე პრეზენტაციები შექმნეს
30-11-2022

იხტილის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები და კედლის გაზეთი მოამზადეს. 

მეექვსე კლასის მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის მრვალფეროვნებისა და საგნის მიმართ მეტი დაინტერესების მიზნით, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, მიეცათ დავალება, თავისუფალ თემაზე მოემზადებინათ პრეზენტაცია. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე ნაშრომები ინდივიდუალურად  წარმოადგინეს. 

როგორც საგნის პედაგოგი ლეილა მკრტჩინი აღნიშნავს, მოსწავლეებმა დაკისრებულ დავალებას კარგად გაართვეს თავი. მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში კედლის გაზეთიც შექმნეს.

იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობით გამოირჩევიან. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203