წყალწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა საინტერესო შეხვედრა გამართეს
01-12-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს უმასპინძლეს.

საბჭოს თავმჯდომარე ვერიკო კვირკველიამ, წევრებმა - ია მოქიამ და კარლო წილოსანმა უფროსკლასელებთან საინტერესო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემა ადრეული ქორწინების პრევენცია იყო. 

შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღნიშნულმა შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. სკოლის დირექცია შეხვედრის ინიციატორებსა და თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203