თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები ბავშვთა სურათების გალერეაში გამოიფინა
30-11-2022
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გამოფენა „შემოდგომის ფერები“ გაიმართა.  
 
გამოფენაში მონაწილეობდნენ თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლაზარე ბექაური, ნიკა თეთრაძე, ანა წიქარიშვილი, ელენე კორაშვილი, მარიამ და ნინო აფხაზავები, მარიამ რეხვიაშვილი, მარიამ კაპანაძე და მარიამ დგებუაძე.

მოსწავლეებმა პედაგოგ ნანა გიგაურთან ერთად ნამუშევრები წარმოადგინეს. გამოფენამ აუდიტორიის  დიდი მოწონება დაიმსახურა.

თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეები მსგავს ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203