„ჩვენს სკოლაში ბარაქიანმა შემოდგომამ იზეიმა“ - მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
30-11-2022

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ საზეიმო-კულტურული ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, მატნის N1 საჯარო სკოლაში 1-ელი-მე-6 კლასების მონაწილეობით ჩატარდა „შემოდგომის ზეიმი“.

დირექციის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების აქტიური მონაწილეობით კლასებმა ​საქართველოს კუთხეები და მათი საშემოდგომო ტრადიციები წარმოადგინეს. 

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები, ცეკვები. ეს ყველაფერი კი გაფორმებული იყო შესაბამისი დეკორაციით. მოსწავლეებმა შესრულეს სხვადასხვა მუსიკალური ნომრები. 

„ჩვენს სკოლაში ​ხვავიანმა და ბარაქიანმა შემოდგომამ იზეიმა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203