წალკის N2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
30-11-2022

წალკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამის მაგალითია მე-11 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი. 

მეთერთმეტეკლასელებს მეცნიერებათა სახალისო მუზეუმ - „ექსპერიმენტორიუმში“ ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და სახალისო აღმოჩნდა, ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში, მათ შორის, დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები, ჩაატარეს ექსპერიმენტები, ნახეს მეცნიერული შოუ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203