იანეულის საჯარო სკოლა სკოლების გლობალური ქმედების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
30-11-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი სკოლების გლობალური ქმედების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში აქტივობით - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, მონაწილეობდნენ. სკოლამ მასში აქტიური ჩართულობისთვის სერტიფიკატი და მადლობის წერილი მიიღო, რასაც სკოლის ადმინისტრაციის მენეჯერი მერი თინიკაშვილი გვიზიარებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.

იხილეთ ფოტო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203