ერკეთის საჯარო სკოლაში შემეცნებით-გასართობი, მუსიკალური თამაში ჩატარდა
01-12-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები თავდაუზოგავად ზრუნავენ. 

ამ მიზნით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა. ამჯერად, ესთეტიკისა და სპორტის კათედრის ორგანიზებით, შემეცნებით-გასართობი თამაში - „მელომანი“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთო. 

მონაწილე პედაგოგები და მოსწავლეები ცდილობდნენ, ქართული სიმღერები რამდენიმე აკორდით გამოეცნოთ. ღონისძიებამ დიდი ინტერესი და ოვაციები გამოიწვია.

ახლა კი, სკოლის მელომანები საახალწლო ღონისძიებისთვის მზადებას იწყებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203