მაჭატიის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგმა - ანაიტ აბგარიანმა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა
30-11-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია, ბიოლოგიის გაკვეთილი, რომელიც ანაიტ აბგარიანმა ჩაატარა. 

პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობები და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში ჩაებნენ, იმუშავეს როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად. 

ჯგუფური მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. ეს იყო პრაქტიკული ნაწილი, რომელიც მცენარის უჯრედზე დაკვირვებას ისახავდა მიზნად. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203