„წუთისოფელი ასეა“- ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა
15-11-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო, მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორინტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
ამჯერად, მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება „წუთისოფელი ასეა“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები და პირველკლასელი მათე ტუკვაძე დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მონაწილეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და სიმღერების ჩანაწერებს მოუსმინეს.
ღონისძიების ხელმძღვანელი და წამყვანი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დალი ხეცურიანი გახლდათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს