„თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა მოზარდებზე და ტანადობის დარღვევის პრობლემები“ - სამტრედიის N4 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
30-11-2022

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამის, ნათელი მაგალითია სასწავლო პროექტი, რომელზეც VIII2 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. 

პროექტი - „თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა მოზარდებზე და ტანადობის დარღვევის პრობლემები“ მასწავლებელმა ნათელა ხონელიძემ მოამზადა. მისი პრეზენტაცია კი საკლასო ოთახში გაიმართა. 

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის მომზადებაში. წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც გამოკვეთილი იყო ის პრობლემები, რომლებიც ყველა მოზარდმა უნდა გაითვალისწინოს.

„ცხოვრების თანამედროვე წესმა - უმოძრაობამ, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომამ - ბავშვებში ხერხემლის პრობლემები გამოიწვია. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილს ტანადობის დარღვევის სხვადასხვა ფორმა აქვს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტანადობის დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე, იმსჯელეს ტანადობის დარღვევის თავიდან აცილების საშუალებებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203