სპასოვკის N1 და ორლოვკის საჯარო სკოლების მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში იმყოფებოდნენ
01-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლისა და ორლოვკის სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ტური მოეწყო. 

25 ნოემბერს, ორივე სკოლის მოსწავლეები, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლის - ავთანდილ ნაკაიძის ორგანიზებით, თბილისში სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში - „ექსპერიმენტორიუმში“ იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა, ნახეს ბევრი საინტერესო ქიმიური და ფიზიკური ექსპერიმენტი, ასევე მეცნიერული შოუ და სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ. მათ ასევე დაათვალიერეს თბილისის ზოოპარკი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

სპასოვკის N1 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203