ლაჯანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის გალაკტიონ ტაბიძის პედაგოგიური მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
01-12-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.

რა თქმა უნდა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, არც გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 131 წლის იუბილე. ამ დღეს სკოლაში საგანმანათლებლო აქტივობა მიეძღვნა. 

„იმ ღამეს, ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი!“. გალაკტიონის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უყურეს იზა ვეფხაძის ფილმს - „გალაკტიონის ნატერფალებზე“. დოკუმენტურ ფილმში ასახულია გალაკტიონ ტაბიძის პედაგოგიური მოღვაწეობა.

წელს გალაკტიონის დაბადებიდან 131 წელი გავიდა, პოეზიის მეფე 1891 წლის 17 ნოემბერს ჭყვიშში დაიბადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203