ხორენიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - სუსანნა ანგურიანმა მე-4 კლასში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა
30-11-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავენ. 

ამჯერად, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა სუსანნა ანგურიანმა მე-4 კლასში საინტერესო და აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და ქართველი და სომეხი მწერლების შემოქმედებებს გაეცნენ. 

გაკვეთილს სკოლის  დირექტორი რუბენ  ვარდანიანი, ქართული ენის მასწავლებელი ლეილა  დათაშვილი, სომხური ენის მასწავლებელი ეღსაბერტ აირაპეტიანი და მათემატიკის მასწავლებელი სრაპ გაბრიელიანი ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203