დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა
30-11-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, სასკოლო ღონისძიება მინი ფეხბურთში ჩატარდა. მასში მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი აქტივობაში პედაგოგ ნანა ბარბლიშვილის ხელმძღვანელობით, მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

გამარჯვებული გუნდი სიგელით დაჯილდოვდა. შეჯიბრებები კვლავ გრძელდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203