განძის N2 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
30-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

პირველკლასელებისთვის საინტერესო და ლამაზი გარემო იყო შექმნილი. პედაგოგმა არუსიაკ სირაკანიანმა მოსწავლეებს საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარა და ანბანის სწავლის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად უქცია. მან მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობაში ჩართო.

მოსწავლეებმა გაკვეთილზე იაქტიურეს და სომხური ასო-ბგერების სწავლას დიდი შემართებით შეუდგნენ.

არუსიაკ სირაკანიანმა აღნიშნა, რომ ანბანის სწავლება დიდი პასუხისმგებლობაა მასწავლებლისთვის და საანბანო პერიოდი მასწავლებლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც დაუვიწყარ თავგადასავლად იქცევა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203