„შემოდგომის სურნელი“- ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა 
30-11-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „შემოდგომის სურნელი“, მოეწყო. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში, დამრიგებელის არფინე ბდოიანის ხელმძღვანელობით, მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203