„ფერადი შემოდგომა“- ღოუბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა გამართეს
30-11-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა გამართეს.
მისი თემა „ფერადი შემოდგომა“ იყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს - თემატური ნახატები სხვადასხვა ტექნიკით შეასრულეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
ღონისძიებამ ნაყოფიერად და საინტერესო ჩაიარა. მოსწავლეების ნახატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.