„ჩვენ ტოლერანტები ვართ!“- ურავის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა
30-11-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობას მართავენ. გამონაკლისი არც ტოლერანტობის საერთაშორისო დღე იყო. ისტორიის მასწავლებელმა - ლანა ჯელაძემ მოსწავლეებთან აქტივობა - „ჩვენ ტოლერანტები ვართ“ ჩაატარა.

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, თემის გარშემო ისაუბრეს, თემატური ნამუშევარი შექმნეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203