მიქავას თემის N2 საჯარო სკოლა ტოლერანტ მოქალაქეებს ზრდის
30-11-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობას მართავენ. გამონაკლისი არც ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოფილა. სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და
მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობით, სკოლაში აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის აქტივობა ჩატარდა. 

მოსწავლეებმა თემის გარშემო ისაუბრეს, თემატური ნამუშევარი შექმნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. გარდა ამისა, ისინი ღია სივრცეში გავიდნენ და ორიგინალური თემატური ფოტო გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203