„ოქროსფერი შემოდგომა“- დაბა თამარისის საჯარო სკოლის II კლასში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
30-11-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის II კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ მოეწყო. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და „კაცია ადამიანიდან“ ერთ-ერთი ეპიზოდი წარადგინეს. მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203