გურკელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტის ფარგლებში, კახეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
30-11-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში ისტორიის წრის პედაგოგის ნინო მახათაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება. 

სასკოლო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა კახეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ტურიდან ახალი ინფორმაციით, ცოდნითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

პროექტში მონაწილეობდნენ - ქართული ენისა და ლიტერატურის წრის პედაგოგი თამარ ზაზაძე და კლასის ხელმძღვანელი ელზა აზირაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203