„ტოლერანტობა სამცხე-ჯავახეთში“- ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მე-6 კლასში საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
30-11-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის პედაგოგმა ნათელა გელაშვილმა მე-6 კლასში საგანში - „ჩემი საქართველო“ კომპლექსური შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა.
მისი თემა იყო „ტოლერანტობა სამცხე-ჯავახეთში“. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეთხროთ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მრავალეროვნებასა და იმაზე, თუ რამდენი განსხვავებული რელიგიის მატარებელი ადამიანი ცოხვრეობს ერთ გარემოში. ასევე, ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რამდენად მშვიდობიანია მათი თანაცხოვრება.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სიმღერა „შავლეგო“ შეასრულეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„თურქეთის საზღვარზე ორი საბაჟოს გახსნამ გააქტიურა ეკონომიკური ურთიერთობა, გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. მოსწავლეებმა შეასრულეს „შავლეგო“. ამ სიმღერაში ჩანს ქართველი კაცის ტოლორანტობა სხვა ერების მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს