„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“- ფონის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
30-11-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილე იყო, რასთან დაკავშირებითაც სკოლაში ღონისძიება - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ გაიმართა.

მასში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. მათ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ვრცლად ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203