ტყაჩირის საჯარო სკოლაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
30-11-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის რეგიონის წარმომადგენლებს - თამთა ჩეჩელაშვილს, გიორგი ლაბაძეს და ქსენია მესხიძეს უმასპინძლეს. 

გაიმართა შეხვედრა, რომელიც მე-10 კლასის მოსწავლეებმა თავიანთი პროექტის კვლევის ანალიზით გახსნეს. შემდეგ კი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას, სკოლის ეკო-კლუბის აქტივისტებსა და სტუმრებს შორის დისკუსიის ფორმატით გაგრძელდა.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს საინტერესო პრეზენტაცია - ბავშვთა უფლებების და გენდერული თანასწორობის დაცვის, აქტუალური საკითხების შესახებ.

შეხვედრის შეჯამებისას, მოსწავლეებმა და სტუმრებმა ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა და საჭიროებების შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირეს და შეთანხმდნენ, ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელონ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203