ობუჯის თემის N1 სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა ინტელექტუალურ შეჯიბრში დიდ წარმატებას მიაღწიეს
30-11-2022

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში - „ტვინების ბრძოლა“, მონაწილეობდნენ. 

მასში მე-4 კლასიელთა გუნდი „კვარადონა“ (ხელმძღვანელი პედაგოგი ანა კაკაჩია), მე-7 კლასელთა გუნდი „ელარჯი“ (პედაგოგი მარინე ფიფია) და მე-11 - მე-12 კლასელთა გუნდი „სამარგალო“ (პედაგოგი ნინო კვიციანი) ჩაერთო. 

შესაძლებლობები თითოეულმა მოსწავლემ წარმოაჩინა, შედეგად კი, მეორე ეტაპზე სამივე გუნდი გადავიდა და რეგიონალურ შეჯიბრებაშიც სამივე მათგანმა საპრიზო ადგილი დაიმსახურა:

  • „სამარგალო" - პირველი ადგილი;
  • „ელარჯი" - მეორე ადგილი;
  • „კვარადონა" - მესამე ადგილი.

სკოლაში მათი მიღწევით ძალიან ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„გილოცავთ ამ გამარჯვებას მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო. დაე, სულ გამარჯვებებით გაეხარებინოს ჩვენი გულები ჩვენს მოსწავლეებს.
მადლობა კომპანია Brains.ge-ს, გუნდებში მონაწილეებს, გუნდების ხელმძღვანელებსა და მშობლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203