ხონის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ბავშვთა ექიმ-სტომატოლოგს უმასპინძლეს
30-11-2022
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

კლასის საათის ფარგლებში, სკოლაში წარმატებული კურსდამთავრებული, ბავშვთა ექიმ-სტომატოლოგი თათია იობიძე მიიწვიეს. მან მოსწავლეებს თემაზე - „ჰიგიენის დაცვა ჯამრთელობის აუცილებელი პირობაა“, საინტერესო და ინფორმაციული გაკვეთილი ჩაუტარა. 

მან მეხუთეკლასელებს პირის ღრუს მოვლისა და სხვა პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვის შესახებ რჩევები სახალისო ფორმით მიაწოდა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ექიმისგან სიმბოლური საჩუქრები, ხოლო ხუთ ყველაზე ჯანმრთელი პირის ღრუს მქონე მოსწავლეს განსხვავებული საჩუქრები გადაეცათ. 

„მოსწავლეების შეფასებით მადლობა „მსოფლიოში ყველაზე თბილ და მაგარ ექიმს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203