წყალტუბოს N1 სკოლის მეორეკლასელმა მოცეკვავე გოგონებმა იმერეთის ღია ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
30-11-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები ცეკვების კონკურსში მონაწილეობდნენ.
„იმერეთის ღია ჩემპიონატი - 2022“ წყალტუბოს სანატორიუმ „ლეგენდაში" საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნულმა ფედერაციამ ჩაატარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და წარმატებას მიაღწიეს.
IIგ კლასი მოსწავლე ელენე ჩაკვეტაძე მეორე ადგილზე გავიდა და ცეკვა ჩა-ჩა-ჩა-ში მეორე ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა, ხოლო IIბ კლასის მოსწავლე მარიამ ჩირგაძემ მესამე ადგილი დაიკავა.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.