წალენჯიხის N2 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნუგზარ მოსიძეს, სპორტულ ოლიმპიადაში, საუკეთესო მეკარის სიგელი გადაეცა
30-11-2022
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა თუ შეჯიბრში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი სპორტულ ოლიმპიადა 2022-2023-ში, წალენჯიხის მუნიციპალურ თამაშებში მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნუგზარ მოსიძეს საუკეთესო მეკარის სიგელი გადაეცა. 

სკოლაში მისი მიღწევით ძალიან ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203